სკვერში ხვევნა-კოცნისთვის ახალგაზრდა წყვილი ლამის ჩაწიხლეს

თბილისში, დიღმის მასივში, სკვერში მყოფი ბავშვები და მათი მშობლები, ახალგაზრდა წყვილის სექსუალური ხასიათის სცენას შეესწრნენ, რამაც მშობლების გაღიზიანება გამოიწვია. მშობლებმა, პარკის სკამზე ტრფობისთვის, ახალგაზრდები გამოლანძღეს და ლამის, ფიზიკურადაც შეეხნენ.

აღნიშნულ ფაქტს „მედიაცენტრი მთავარის“ ჟურნალისტი თავად შეესწრო. წყვილი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ, არასრულწლოვნები იყვნენ. მიუხედავად მშობლების მითითებისა, რომ აღნიშნული ტერიტორია დაეტოვებინათ, წყვილმა მათ არ მოუსმინა.

შეგახსენებთ, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” მიხედვით, “საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”, რაც თავის მხრივ ისეთ ქცევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უპატივცემულობას გამოხატავს და მის შეურაცხმყოფელ გარემოში ჩაგდებას განაპირობებს. ამაში კი იგულისხმება: სექსუალური ხასიათის ქცევა, საზოგადოებრივ ადგილებში სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით ისჯება.

„მედიაცენტრი მთავარი“ გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია – მოსაწონია თუ არა, როცა პარკში ბავშვი გაგყავს სასეირნოდ და თამაშის ნაცლად ის ახალგაზრდა წყვილით ინტერესდება, რომელიც მისთვის უჩვეულო საქმითაა დაკავებული. გთხოვთ, მოგვწეროთ, გქონიათ თუ არა მსგავსი შემთხვევა და მოგვიყვეთ თქვენი ისტორია, როგორ იქცევით.

მსგავსი თემები