სკვერებში, ერთსქესიანებიც კი საჯაროდ ესიყვარულებიან ერთმანეთს – “მთავარის” გამოკითხვა

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელია. “მედიაცენტრ მთავარის” კითხვაზე, იციან თუ არა, რომ საზოგადოებრივ ადგილას, ხვევნა-კოცნა და სექსუალური ხასიათის ქმედება დასჯადია, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არაფერი იცის.

მისაღებია თუ არა პარკებსა და სკვერებში წყვილთა ინტიმური ქცევა და რა რეაქცია აქვთ, როცა ამას ხედავენ? – ამ თემაზე. „მედიაცემტრმა მთავარმა“ მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა თქმით, არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცია ხვევნა -კოცნის მომსწრენნი გამხდარან, არამედ, ერთსქესიანთა ინტიმური ქცევების. მოსახლეობის სურვილია, პატრულირება გაძლიერდეს პარკებსა და სკვერებში. მათი თქმით, სკვერში, ბავშვები, იმის ნაცვლად, რომ გაერთონ, გაურკვეველი ქცევის მომსწრენი ხდებიან.

“მედიაცენტრმა მთავარმა“ გამოკითხვა დიღმის მასივში მდებარე სკვერში ჩაატარა და სხვადასხვა ასაკის 30-ამდე ადამიანი გამოკითხა. ვიდეო გამოკითხვა “მედიაცენტრ მთავარის” ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” მიხედვით, “საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”, რაც თავის მხრივ ისეთ ქცევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უპატივცემულობას გამოხატავს და მის შეურაცხმყოფელ გარემოში ჩაგდებას განაპირობებს. ამაში კი იგულისხმება: სექსუალური ხასიათის ქცევა, საზოგადოებრივ ადგილებში სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით ისჯება.

მსგავსი თემები