“სკაიპით” ვესაუბრე თოვლის ბაბუას – კახა კალაძე თბილისის მერიის საახალწლო გეგმებზე

თოვლის ბაბუა თბილისში, 28 დეკემბერს შემოვა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე გაიმართება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მერიის საახალწლო გეგმებსა და  ბავშვებისთვის საინტერესო  თემებზე ისაუბრა.

„28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი იქნება და მინდა ყველა დავპატიჟო: მობრძანდით თქვენი შვილებით და შვილიშვილებით,  ყველა თაობის ადამიანს ვიწვევს 28-ში, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე “, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს შემოვა.

„დღეს,  „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას. გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს. ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. გარდა ამისა, ამავე დღეს იქნება „გუფი ლენდის“ კონცერტი.  შოუს განაგრძობს დიჯეი “, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალხლო ღონისძიებები 29 დეკემბრიდან დაიწყება. გაიმართება თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი; 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი „ლაუდ სფიქერს“ გამართავს კონცერტს. 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, გალაკონცერტით გაიხსნება, ხოლო 13 იანვარს, ცნობილი მომღერლის,  ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდება.

“ხშირად გვწერენ, რატომ არ არის ღონისძიებები სხვადასხვა რაიონებში. ჩვენ შარშან სამ ლოკაციაზე გვქონდა საახალწლოლწლო კონცერტი. ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით, გვსაყვედურობდა, რომ ახალი წელი არის იმისთვის, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთო.  წელს, 31 დეკემბერს, გეპატიჟებით ყველას მთავარ ნაძვის ხესთან, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ჩემი ოჯახით და ერთად შევხვდეთ ახალი, 2019 წლის შემობრძანებას “, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები

One Thought to ““სკაიპით” ვესაუბრე თოვლის ბაბუას – კახა კალაძე თბილისის მერიის საახალწლო გეგმებზე”