სიფრთხილე გამოიჩინეთ საპენსიო დანაზოგის შემოწმებისას – საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, საპენსიო დანაზოგის შემოწმებისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

სააგენტოს ცნობით, სოციალურ ქსელში ახალი თაღლითური ვებგვერდები გავრცელდა, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი დაგროვებული პენსიის შემოწმებას სთავაზობს.

აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს. საპენსიო სააგენტოს ცნობით კი, საპენსიო დანაზოგის შესამოწმებლად საბანკო ბარათი ან ანგარიშის ნომერი საჭირო არ არის. ამასთან, სააგენტო აფრთხილებს ყველა მომხმარებელს, რომ მხოლოდ ვებგვერდით – pensions.ge ისარგებლონ.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისთვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეჰყავს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მსგავსი თემები