სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის – როგორია საქართელოს რეალობა?!

ქვეყანაში ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში, არაგადამდები დაავადებები ძირითად წილს იკავებს. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში და რატომ მოიმატა სიკვდილობის მაჩვენებელმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„მსოფლიოში, სიკვდილობის შემთხვევების 70%-მდე არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. 78-80% -ში კი არაგადამდები დაავადებები შრომის უუნარობის საფუძველია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნებში, ეს სიტუაცია უფრო მძიმეა და შესაბამისად სიკვდილობის სტრუქტურაში არაგადმდები დაავადებებს დაახლოებით 90%-ს იკავებს, ხოლო შრომის უუნარობის სტატუსიკი 85%-ს“ – აღნიშნა დალი ტრაპაიძემ მედიაცენტრ მთავარში.

მისივე ინფორმაციით, ქართულ პოპულაციაში, ზოგადი სიკვდილიანობის სტრუქტურაში, დაახლოებით 95% არაგადამდები დაავადებების მიზეზით გამოწვეული სიკვდილობაა. არაგადამდები დაავადებები ეს არის ჯგუფი დაავადებებისა, სადაც თავმოყრილია დაავადების 4 ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონუკული დაავადებები; შაქრიანი დიაბეტი და კიბო.

როგორც დალი ტრაპაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, სიკვდილობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ქცევის კონტროლი: „არსებობს პირველადი და მეორადი პრევენცია. პირველადი პრევენცია გულისხმობს ქცევითი ხასიათის რის ფაქტორებს. როდესაც ადამიანს აქვს თამბაქოს მოხმარების ჩვევები, სუფრის მარილის მიმართ დამოკიდებულება, ჭარბად გამოყენება ალკოჰოლის, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ა.შ. ეს არის ქცევის რისკფაქტორები. ამ რისკ ფაქტორების სწორი მართვა და კონტროლი არის გარანტია, რომ დაავადება არ განვითარდეს.“

სრული ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები