“სიბილწის პროპაგანდის ჩვენება საქართველოში არ შედეგება, ფილმის ჩვენებას ჩავშლით“ – „ქართული მარში“ ოსკარზე წარდგენილი ფილმის წინააღმდეგ

„ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ,“ სიბილწის პროპაგანდად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში არ უნდა შედგეს. „ეს არის გარყვნილებისა და მამაკაცებს შორის გაუკუღმართებული ცხოვრების, სიბინძურის პროპაგანდა, რომელიც კავკასიელებისთვის მიუღებელია“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და ჩვენების ჩაშლაზე  ისაუბრა.  

„უცხოეთში, მცხოვრები ჩემი მეგობრების მეშვეობით გარკვეული ფრაგმენტები ნანახი მაქვს ამ ფილმის. მთლიანად ნახვის სურვილიც არ მაქვს, მხოლოდ ფრაგმენტები ვნახე, ისეც იმიტომ, რომ უნდა ვიცოდე, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე.  ეს არ არის მხატვრული ღირებულების ფილმი, ესაა „გეი პროპაგანდა“ დაახლოებით ისეთი, როგორსაც გებელსი იღებდა.  ამ ფილმის დანიშნულებაა სიბილწის, გარყვნილების პროპაგანდა, რასაც აქტიურად ვეწინააღმდეგებით. კატეგორიულად არ დავუშვებთ ამ პროპაგანდისტული პორნო ფილმის პრეზენტაციას საქარველოს დედაქალაქში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბრეგაძის თქმით, ყველა იმ კინოთეატრების ბლოკირება მოხდება, სადაც ფილმის ჩვენება დაიგეგმება.   

„8 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც დაგეგმილია „გეი პროპაგანდის“ ფილმის ჩვენება, თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში, ის  ჩაიშლება. ესაა  თითოეული ქართველის მოვალეობა, ესაა ჩვენი მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში.  მოხდება კინოთეატრების ბლოკირება.  ეს იქნება მშვიდობიანი ფორმა და ამ მშვიდობიანი ფორმით არ დავუშვებთ შევიდნენ კინოთეატრში და მოახდინონ ამ სიბილწის ჩვენება“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, კონკრეტულად რას გეგმავენ, იქნება სიურპრიზი, რომელიც 8 ნოემბერს გამოჩნდება.

https://mcm.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94/
https://mcm.ge/http-mcm-ge-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90/

მსგავსი თემები