სეზონური დასაქმება საბერძნეთში – რას ითხოვს საბერძნეთი სამსახურის მაძიებლებისგან

საქართველოში უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის გამო, რასაც ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აღიარებს, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნებში გადინება ყოველწლიურად იზრდება. მიზეზი – დასაქმება, ნებისმიერი სამუშაო და შემოსავალი.

საბერძნეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე დიდი რაოდენობით გადიან სამსახურის საძიებლად. საბერძნეთის ხელისუფლება, მის ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები ემიგრანტებისთვის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, სეზონურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სხვადასხვა რეგულაციას აწესებს. თუ დამსაქმებელს სურვილი აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიქირაოს, განაცხადი უნდა შეიტანოს დეცენტრალიზებული მმართველობის სამსახურში, თავისი საცხოვრებელი უბნის მიხედვით. სადაც მითითებული უნდა იყოს დასასაქმებელი პირების რაოდენობა, მათი პირადი მონაცემები, ეროვნება, პროფესია/საქმიანობა და დასაქმების პერიოდი.

განაცხადს უნდა ახლდეს: 1. თითოეულ დასასაქმებელ პირზე 150 (ასორმოცდაათი) ევროს ოდენობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, რომელიც განმცხადებელს უკან აღარ დაუბრუნდება;

2. განცხადება, რომ დამსაქმებელი დაფარავს დასასაქმებელი პირების საყოფაცხოვრებო და სამშობლოში დასაბრუნებელ სამგზავრო ხარჯებს, თუკი მათ უარს ეტყვიან საბერძნეთში ბინადრობის უფლებაზე;

3. დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილი და თითოეულ დასასაქმებელთან გაფორმებული კონტრაქტი (2 ასლი), დამტკიცებული შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ. კონტრაქტში უნდა მიეთითოს დასაქმების სახე, ხანგრძლივობა და ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ქვეყანაში არაკვალიფიციური მუშახელის თვიურ ანაზღაურებაზე დაბალი;

4. დამსაქმებლის ქონებრივი დეკლარაციის ასლი;

5. განცხადება, რომ დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასასაქმებელი პირის სათანადო საცხოვრებელ პირობებს.

თუ დამსაქმებელს სურს, დაასაქმოს მესამე ქვეყნის მოქალაქე სოფლის მეურნეობის სექტორში, უნდა წარადგინოს კანონით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის დამადასტურებელი საბუთი – 2 თვეში ერთხელ დასაქმების მთელ პერიოდში; ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო მესამე ქვეყნის მოქალაქეს არ მიეცემა საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება და შესაბამისი ვიზა, ან იგი თვითონ განაცხადებს უარს საკუთარი ქვეყნის დატოვებაზე, დამსაქმებელს გადახ- დილი თანხები უკან უბრუნდება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე;

ასევე, დასაქმებული პირის დეპორტაციის შემთხვევაში, სადაზღვევო შენატანები, რომლებიც უკავშირდება კონტრაქტით განსაზღვრულ პერიოდს, უბრუნდება დამსაქმებელს; განაცხადს განიხილავს დეცენტრალიზებული მმართველობის სამსახური. თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე უნდა დასაქმდეს ისეთ სექტორში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა,ამასთან აღნიშნული სამსახური ვალდებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება აცნობოს ყველა რეგიონულ კომპეტენტურ უწყებას.

ჩამოთვლილი პროცედურები კი იმდენად არამომგებიანია, დამსაქმებლები არჩევანს არალეგალებსა და მიზერულ ანაზღაურებაზე აკეთებენ.

მსგავსი თემები