საჯარო დაწესებულებებში მზის ენერგიას გამოიყენებენ და შემინულ ფასადებს ჩაანაცვლებენ

საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში საჯარო დაწესებულებების გასათბობად განახლებად და ალტერნატიულ ენერგიას გამოიყენებენ. პროექტი ითვალისწინებს მზის კოლექტორისა და მზის PV სისტემების ინსტალაციას, LED ნათურების გამოყენებას შიდა განათებისთვის, სახურავებისა და კედლების თბოიზოლაციას, ფანჯრებისა და შემინული ფასადების ჩანაცვლებას და სხვა.

პროექტი, რომლის საერთო სავარაუდო ბიუჯეტი არის 4.7 მილიონი ევრო, მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას ქვეყნის 25 საჯარო შენობაში. აღნიშნული შენობების საერთო ფართობია 70 000 მ 2 და მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: თბილისი – 6 შენობა; რუსთავი – 2 შენობა; მცხეთა, არშა – 1 შენობა, მცხეთა, გორისციხე – 1 შენობა; ყვარელი – 1 შენობა; თელავი – 1 შენობა; ლაგოდეხი – 1 შენობა; ახალქალაქი – 1 შენობა; ახალციხე – 6 შენობა; ქვემო ბოლნისი – 1 შენობა; ოზურგეთი – შენობა; სამცხე, დიდი არაკალი – 1 შენობა; ზუგდიდი – 2 შენობა. 

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მოიცავს დიზაინის შემუშავებას, საქონლის მოწოდებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას: – სახურავებისა და კედლების თბოიზოლაცია – ფანჯრებისა და შემინული ფასადების ჩანაცვლება – ახალი სავენტილაციო სისტემების მონტაჟი – ბოილერების ჩანაცვლება და მონტაჟი – მილების თბოიზოლაცია – თერმოსტატული სარქველებისა და სხვა ავტომატიზირებული კონტროლის მექანიზმების დაყენება – თბური ტუმბოების მონტაჟი – მზის კოლექტორისა და მზის PV სისტემების ინსტალაცია – LED ნათურები შიდა განათებისთვის, და სხვა.

საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P) მიერ გამოყოფილი გრანტის – „საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენებას“ გეგმვას.

​ზემოჩამოთვლილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები უკვე გამოცხადებულია და 2019 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. NEFCO-ს სესხითა და E5P-ს გრანტით თანადაფინანსებული კონტრაქტებისათვის შესყიდვები განხორციელდება NEFCO-ის შესყიდვების სახელმძღვანელოში მითითებული პროცედურების თანახმად, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

მსგავსი თემები