საწვავის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება, რათა ქვეყანაში დაბალი ხარისხის საწვავი არ შემოვიდეს.

მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს საკითხზე, რომ საწვავის ხარისხზე და განსაკუთრებით დიზელზე კონტროლი დაწესდეს.

“აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ზოგადად, საწვავის ხარისხის გაკონტროლება მოხდეს. პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ თემაზე საუბარი არაერთხელ მქონდა. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ხარისხზე კონტროლი დაწესდეს, განსაკუთრებით დიზელზე, რაც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები