საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია

საჩხერის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია.

მერის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ასევე სავარგულები.

„მას შემდეგ, რაც მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობით ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდს დახმარების თხოვნით მივმართავთ“, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

მსგავსი თემები