“თუ ტერაქტს ვამზადებდი, მოეცადათ და ფაქტზე დავეჭირე”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია მის ძმის შვილთან საუბრის ჩანაწერი სიმართლე იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ტერაქტის მიზანი არ ჰქონია და მსგავსი საუბრები მაშინ აქვს, როცა ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოჰყავს“.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სატელეფონო ჩანაწერში არსებული საუბრები, სხვადასხვა დროს არის ამოკრეფილი. 

“რამდენიმე მასეთი საუბარი ჩემს ძმის შვილთან მქონდა, როცა ესენი მიმწყვდევენ კუთხეში და გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, იმ წუთში მოდის და ისევ ჩემში ვახშობ და ვკლავ, მაგრამ ტერაქტის მცდელობა არასდროს არ მქონია. საუბარი არის ამოკრეფილი. თუ ვიყავი საშიში და ვამზდებდი ტერაქტს, მაშინ მოეცადათ ტერაქტამდე და ფაქტზე დავეჭირე,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

მალხაზ მაჩალიკაშივლის განცხადებით, ინფორმაციას არ ფლობდა, რომ ტერაქტის ბრალდებით იბარებდნენ სუს-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივიდოდა. 

“არ მჩვევია და არ ვარ ის ადამიანი, რომ მოვიტყუო და ჩემს ღირსებას შევეხო. როცა ესენი ძალით მამწარებენ, და აქ იმდენი გავიარე, რომელსაც მხეცი ვერ გაუძლებდა. 5-ჯერ ვიყავი დაბარებული და 10 საათი დამკითხეს და მაშინ ვთქვი თუ ძალით არ მომიყვანეთ აქ მომსვლელი არ ვარ-თქო. იქ ყველას სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მაგრამ რომ მცოდნოდა, რომ ამ საკითხს ეხებოდა აუცილებლად წავიდოდი,”-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენევთ, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ვიდეო ჩანაწერი და განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე.

მსგავსი თემები