საშიში ზონა თბილისის ზღვაზე – გაფრთხილება მოსახლეობას

თბილისის მერია და ნაძალადევის გამგეობა მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე არც გადაადგილდნენ და შესაბამისად, არც იცურაონ.

რაიონის გამგეობა თბილისის ზღვის შემავსებელ არხთან, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საინფორმაციო ბანერს განათავსებს.

​აღნიშნულ მონაკვეთზე საინფორმაციო აბრაა განთავსებული და ტერიტორია მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული, თუმცა, გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობა აღნიშნულ თხოვნას არ ითვალისწინებს.

„არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცურვა დაუშვებელია. მოქალაქეებს ვთხოვთ, ნუ შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს და ნუ ისარგებლებენ თბილისის ზღვის ამ მონაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საინფორმაციო-ამკრძალავი აბრა და დამცავ იღობეა განთავსებული, მოქალაქეები არხში მაინც ჩადიან. აქედან გამომდინარე, გამგეობა დამატებით საინფორმაციო დაფებს განათავსებს და ზღვის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე დამატებით დამცავ ღობეს მოაწყობს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაგეგმილი დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივლისში დასრულდება.

 

მსგავსი თემები