საშიში ვირუსები ევროპის ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც უტევს – ინტერვიუ პაატა იმნაძესთან (ვიდეო)

ევროპის 4 ქვეყანაში წითელა დაბრუნდა, დაავადების შემთხვევები შარშანდელთან შედარებით გასამმაგდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველო იმ ჩამონათვალში შეიყვანა, რომელსაც წითელა უტევს.

„წითელა და წითურა ორივე ვირუსული დაავადებაა. წითელა უფრო საშიშია, ვიდრე წითურა, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია. თუ ის ორსულს შეეყარა, შეიძლება, ნაყოფის დაღუპვა ან სიმახინჯეები გამოიწვიოს“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

პაატა იმნაძის რეკომენდაციით, ქალბატონები დაორსულებამდე 1 თვით ადრე უნდა აიცრან, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები.

არის თუ არა საქართველოში შემოტანილი აცრები უსაფრთხო? რატომ არიდებს მშობელთა ნაწილი შვლების აცრას თავს? არსებობს თუ არა შემთხვევები, როცა აცრის გამო ბავშვი ეტლს მიეჯაჭვა? რატომ მიიღეს სოციალურმა ქსელებმა გადაწყვეტილება, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ნეგატიურ ინფორმაცია დაიბლოკოს? როგორ ვაკონტროლოთ აცრების ცხრილი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა.

მსგავსი თემები

One Thought to “საშიში ვირუსები ევროპის ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც უტევს – ინტერვიუ პაატა იმნაძესთან (ვიდეო)”

  1. You have got wonderful info these.|