„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს, დღემდე გრძელდება ოკუპაცია”- პოლონეთის პრეზიდენტი

„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს. დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები”, – ამის შესახებ პოლონეთის მინისტრმა, ანჟეის დუდამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აგრესიას უნდა მოჰყვეს სანქციები და უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელითაც ცხადი გახდება, რომ ნებისმიერი სამხედრო აგრესიას მოჰყვება დამაჯერებელი და ძლიერი პასუხი.

„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს. დღემდე გრძელდება ოკუპაცია, სამხედრო ტყვეები, პროვოკაციები. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ევროპის და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე, რომ სამხედრო აგრესია აღარ განმეორდება. დღეს ჩვენ, კვლავ ვუმკლავდებით იმპერიალისტურ ტენდენციებს ევროპაში, რაც გამოიხატება საზღვრების ძალის გამოყენებით ცვლილების მცდელობაში, ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიაში, მიწის წართმევაში, ადამიანების მძევლად აყვანაში. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არ არის მშვიდობის შენარჩუნების გზა. ეს არის გზა, ფაქტობრივად დაეთანხმო და წაახალისო ახალი თავდასხმები“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.

პოლონეთში მარშალ პილსუდსკის მოედანზე, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ანჟეი დუდას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას პოლონეთში 40 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო.

მსგავსი თემები

One Thought to “„საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს, დღემდე გრძელდება ოკუპაცია”- პოლონეთის პრეზიდენტი”

  1. suba suba

    QO6Xk9 Thanks-a-mundo for the article post.Really looking forward to read more. Awesome.