საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი, თხილის წარმოების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი, თხილის წარმოების მიმართულებით უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ. სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივი დეკლარაცია უკვე გაფორმდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თხილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია. სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მიზანია, წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის პოზიციები შეაჯერეს, რომელიც დარგის განვითარებასა და წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.

მსგავსი თემები