“საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად” – აშშ-ის ელჩი

“საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ელიზაბეთ რუდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის, პარტნიორობა, ისეთ სფეროში, როგორიცაა უსაფრთხოება და სამხედრო თანამშრომლობა, ძლიერია.

„ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობაც და ასევე თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებთან.

ბათუმში მეორე დღეა მიმდინარეობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.  კონფერენცია გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.

მსგავსი თემები