საქართველოში ​კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 116 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

მსგავსი თემები