„საქართველოში ოჯახს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი და მომავალშიც ასე იქნება“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოჯახი და შესაბამისად, ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში მნიშვნელოვანი ფასეულობაა და ყოველთვის ასე დარჩება.

„საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტების მიერ 17 მაისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია: „ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

მსგავსი თემები