საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანას ჯამში 14 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

„ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში ორი კვირის  განვლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას ორი კვირის განმავლობაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები

One Thought to “საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა”

  1. for additional information

    Only wanna comment that you have a very decent internet site , I the design it really stands out.