საქართველოში კორონავირუსით მე – 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტმა ინფეცქიური საავადმყოფო უკვე დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. 10-ვემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე ამ 42 პაციენტიდან 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები