საქართველოში კორონავირუსისგან 81 წლის პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

ის 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკა „მედალფაში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი მე-11.

ამ დროისთვის „მედალფაში“ 13 ინფიცირებული რჩება, მათგან ხუთის გამოჯანმრთელებას ახლო მომავალში ელოდებიან.

მსგავსი თემები