საქართველოში კორონავირუსისგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაცვლილია ექვსი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5320 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მსგავსი თემები