საქართველოში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია

2019 წლის 26 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი, რიგით მე-7 ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 33% ეწევა. კაცებში – 57% და 13-15 წლის მოზარდებში – 12.6%.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოწევისგან 11 400 ადამიანი კვდება.

ანგარიშში საქართველო სამჯერაა დასახელებული ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის, რომელთაც 2018 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვაში, უმაღლესი დონის მიღწევები აქვთ.  

საქართველომ წარმატებულია თამბაქოს მოხმარების მონიტორინგშიც, წარმატებულად აწარმოა მედიაში  მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები და შეფუთვაზე დაურთო გაფრთხილებები.

2019 წლის მაისში საქართველოში საჯარო სივრცეებსა და სხვადასხვა სახის დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები