საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, საკვები, თამბაქო და ტრანსპორტი გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი, ასევე თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ხილსა და ყურძენზე ფასები 30.3 პროცენტითაა მომატებული, თამბაქოს ნაწარმზე კი 29.9 პროცენტით.

” ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზეც: ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი)”, – აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში

თამბაქოს გარდა, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც (3.4 პროცენტი).

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია შვიდი პროცენტით. ფასები გაიზარდა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი).

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).

მსგავსი თემები

6 Thoughts to “საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, საკვები, თამბაქო და ტრანსპორტი გაძვირდა”

  1. I gotta bookmark this internet site it seems very useful very beneficial

  2. Magnificent goods from you, man. I’ve understand your stuff previous to and you are just too fantastic. I actually like what you have acquired here, really like what you’re stating and the way in which you say it. You make it enjoyable and you still take care of to keep it wise. I can not wait to read much more from you. This is actually a terrific web site.

  3. I’ll immediately grab your rss feed as I can’t to find your email subscription hyperlink or newsletter service. Do you’ve any? Kindly permit me know in order that I may subscribe. Thanks.

  4. hi!,I really like your writing so a lot! share we keep up a correspondence more approximately your post on AOL? I need a specialist in this space to resolve my problem. Maybe that is you! Taking a look forward to see you.

  5. I was recommended this web site by my cousin. I’m not sure whether this post is written by him as nobody else know such detailed about my difficulty. You are wonderful! Thanks!

  6. Thanks for sharing superb informations. Your web site is very cool. I am impressed by the details that you’ve on this blog. It reveals how nicely you perceive this subject. Bookmarked this website page, will come back for more articles. You, my friend, ROCK! I found simply the info I already searched everywhere and just could not come across. What a great web site.