საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია

საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმისათვის არ არის დადგენილი. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ამის შესახებ ნათქვამია მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგებში.

კვლევის თანახმად, ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე, ხოლო 16 პროცენტის სისხლში აღემატება10 მკგ/დლ-ს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი სასოფლო ტიპის დასახლებებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში. სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აჭარის ა.რ.-ში (85%, ≥ 5 მკგ/დლ) და გურიაში (73%, ≥ 5 მკგ/დლ).

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტყვია არის ტოქსიკური მეტალი, რომელიც იწვევს ტვინისა და სხეულის სხვა სისტემების დაზიანებას. სისხლში ტყვიის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს, როგორც ზრდისა და ქცევითი სირთულეები, ასევე სწავლის პრობლემები. სისხლში ტყვიის მაღალმა შემცველობამ ორსულ ქალებში შესაძლოა, გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, მუცლის მოშლა და მკვდრადშობადობა.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია”

  1. great points altogether, you simply won a emblem new
    reader. What would you suggest in regards to your submit that you just
    made some days in the past? Any sure?

  2. Apr 17, 2019 – Xnxx Big Cock gives only free xnxx and big cock porn videos. All of our clips are completely FREE and high quality so you can enjoy 100%.

  3. A less-than-elite group of college coeds pursue sexual adventure and bits of revenge, and actually do some of the work they are expected to do at a resort over the summer.