“საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ისე” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ისე, რომ ვერ გაიგეს.

„არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი და ვერ გაიგეს. ჩვენ ასეთ ტესტებს ვატარებდით, როდესაც ვეძებდით ხოლმე ინფიცირებული და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს. მათ ვიკვლევდით არა მარტო „პისიარ“ დიაგნოსტიკით, არამედ ვიკვლევდით ანტისხეულებზე. გვაქვს დაახლოებით ათამდე შემთხვევა დადასტურებული. ვიკვლევდით მათ არა მარტო სწრაფი ტესტებით, არამედ ე.წ. ელაიზა მეთოდითაც, ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები არის და ნამდვილად კოვიდურის წინააღმდეგ არის. გერმანული ტესტებია. ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო და,  ასე ვთქვათ თითზე ჩამოსათვლელი. როგორც მოგეხსენებათ, ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევები. უკვე ერთ ხელზე, მაქსიმუმ ორ ხელზე ჩამოსათვლელია დადებითი ნაპოვნი. ასეთ ადამიანები არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები