„საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან ლოიალურია“ – გიორგი ანდრიაძე

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი ანდრიაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან ლოიალურია.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დავით გარეჯთან დაკავშირებთ, პროვოკაცია აზერბაიჯანული მხრიდან განხორციელდა და არა ქართული მხრიდან.

„ეს პროვოკაცია ქართულ მხარეს არ დაუწყია. ჩვენმა მხარემ ზედმეტად ლოიალურად უპასუხა აზერბაიჯანულ მხარეს. როგორც პოლიტიკოსი, ამ ნაბიჯის შემდეგ, აზერბაიჯანთან დიპლომატიურ ურთიერთობასაც კი შევწყვეტდი. ქართულმა საზოგადოებამ პროტესტის სხვადასხვა ფორმას უნდა მიმართოს. მაგალითად, აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია “სოკარს”, გამოვუცხადოთ ბოიკოტი და არ ჩავასხათ მისი ბენზინი“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შეფასებით, დღეს, დავით გარეჯში დროებითი სიმშვიდეა, რომელიც პერმანენტულად, სხვადასხვა სიმწვავით იჩენს თავს.

მსგავსი თემები