საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში ბინის ქირის გადაუხდელობის გამო უჩივიან

საქართველოს ყოფილი ელჩი დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. ლიეტუვას სასამართლომ ხათუნა სალუქვაძე ბინის არენდის გადაუხდელობაში დამნაშავედ ცნო. მას ბინის ქირის ხარჯებისა და სასამართლო ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ყოფილი დიპლომატი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა. ის არც ჯარიმის გადახდას აპირებს. ბინის მეპატრონე კი, დაზიანებული ავეჯისა და ბინის დაზიანების მიყენების გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.

ლიეტუვას სასამართლომ გადაწყვეტილება, როგორც ყოფილ ელჩს, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც გამოუგზავნა. 

მსგავსი თემები