საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. საქართველოს სახარებისეული ქრისტიანობის და ეკლესიის კავშირში საზეიმო წირვა ეკლესიის უხუცესმა, წინამძღვარმა, ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა.

ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა. ლოცვები კავშირის პრეზიდენტმა და ეპისკოპოსმა, გია კანდელაკმაც წაიკითხა.

ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.

მსგავსი თემები