საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა

სომხეთი-საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, პირველი ბიძგები საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, თბილისის დროით 20:22 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემაც 5,2 მაგნიტუდა შეადგინა.

20:24 საათზე, საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ კი 4.2. მაგნიტუდა შეადგინა. 

მსგავსი თემები