საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:28 საათზე მოხდა.

ამავე ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 16 კმ-ში იყო.

მსგავსი თემები