“საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღია” – მორიგი ულტიმატუმი

რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მან, ერთ-ერთ ინტერვიუში, დეპუტატ გავრილოვის ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

დუმის სპიკერი აცხადებს, რომ თუ მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება გაგრძელდება, რუსეთს საპასუხო ქმედებების შესაძლებლობა აქვს.

ვოლოდინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღია და ქართველებმა ეს უნდა დააფასონ.

„არ შეიძლება ასე ყალიბდებოდეს იმ ქვეყნის დამოკიდებულება, რომელსაც რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი მიუღია. ამან ჩვენ შეგვაშფოთა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთვლით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მისი მხრიდან განცხადებები, რომ რუსეთი არის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, დაუშვებელია. ამ ნაბიჯებმა მიგვიყვანა ისეთ წინააღმდეგობებთან, რომლებიც დამანგრეველ ფაქტორს წარმოადგენენ ნებისმიერი ქვეყნისთვის. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის შიგნით თავად უნდა გაერკვიონ, ხოლო თუ მსგავსი ქცევა გაგრძელდება, ჩვენ შეგვიძლია, მათ ვუპასუხოთ,” – განაცხადა ვოლოდინმა.

მსგავსი თემები