საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში 26 ნოემბერს აირჩევენ

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ 55 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები სულ 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეები კი პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას 2 საარჩევნო უბანზე, 26 ნოემბერს შეძლებენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცესკო-ში განუცხადეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქვეყნის გარეთ ვერ გავრცელდება, ცესკო-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის  შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებმა დამატებითი დროით იმუშაონ და ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე გაგრძელდეს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეთა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ცესკო-ს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება არაუგვიანეს 23 ნოემბრისა გამოქვეყნდება და ცნობილი იქნება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მთლიანად ქვეყანაში და ყველა საარჩევნო ოლქში (31-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად).

მსგავსი თემები