“საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას გზას უხსნის” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის განცხადებით, გასულ კვირას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალებამ პოლიტიკურ ძალებს უნდა მისცეს საშუალება მეტად მოხდეს 8 მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

„მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად კოვიდ-19 გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე“,-განაცხადა მიქსერმა.

მსგავსი თემები