საქართველოს მოქალაქეები პარაგვაიში უვიზოდ ჩავლენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “საქართველოს მოქალაქეები პარაგვაიში უვიზოდ ჩავლენ”

  1. malkhaz

    ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს!

  2. ანონიმური

    ნეტაი ამ ორმა ,,მინისტრმა,,თუ იციან სად არის პარაგვაი და სად არის საქართველო? აღარ დავეძებ მოქალაქეებსა და უვიზო რეჟიმს!

  3. malkhaz

    აი ეს სიტუაციაა დღეს საქართველოში ,პარაგვაის ნაცვლად ამერიკაზე ,ინგლისზე იზრუნეთ.

  4. malkhaz

    ესენი მემგონი ახალ ქვეყნებს იგონებენ უვიზო რეჟიმებისთვის,საქმე ხომ უნდა ჰქონდეთ!

  5. malkhaz

    დარჩა კიდევ სამი : ანტარქტიდა,არქტიკა და გრენლანდია,მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია!

  6. malkhaz

    ამიხდა სიზმრები,მთელი შეგნებული ცხოვრება პარაგვაიში მინდოდა მეცხოვრა,მაგრამ მაშინ რკინის ფარდა იყო ! ახლა ახდა ნანატრი მიზანი,მივფრინავ ურუგვაის გავლით!