“საქართველოს მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ თამბაქოს კონტროლის ძლიერი პოლიტიკისადმი უწყვეტი ერთგულების გამო” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს მოუწოდებს, წინ აღუდგნენ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ყოვლისმომცველი პოლიტიკის და კანონმდებლობის შესუსტების მცდელობას.

ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზაცია გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის საკითხს ეხმაურება.

„საქართველოს მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ თამბაქოს კონტროლის ძლიერი პოლიტიკისადმი უწყვეტი ერთგულების გამო, რაც მიზნად ისახავს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანისგან ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის და ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვას.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონში, თამბაქოს მოხმარების კუთხით,  საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთი ლიდერია. კერძოდ, ზრდასრული მოსახლეობის მესამედი და ახალგაზრდების 15 პროცენტი თამბაქოს მოიხმარს და ქვეყანა თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად მშპ-ს დაახლოებით 2.4 პროცენტს კარგავს.

2017 წელს, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის მიღება (რომელიც ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის პრინციპებს შეესაბამება) და მისი წარმატებით დანერგვის ძალისხმევა, თამბაქოს მოხმარების გავრცელების მაღალი მაჩვენებლების და მასთან დაკავშირებული ზიანის შესამცირებლად საქართველოსგან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო კარგი მაგალითია ჯანმო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებისთვისაც და ამ გამოცდილების რეგიონულ და გლობალურ დონეზე გაზიარებას სიამოვნებით ვუწყობთ ხელს“, – აღნიშნულია განაცხადებით,

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, შესაძლოა, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს, თამბაქოს კონტროლის მდგრადი სისტემის დანერგვის პროცესში  თამბაქოს ინდუსტრიის აქტიური ჩარევის გამო.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, COVID-19 კრიზისის დროს, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია თამბაქოს კონტროლის შესასუსტებლად და მომაკვდინებელი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იყენებს. ამიტომაც ინდუსტრიის ინტერესები ფუნდამენტურ და შეურიგებელ წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებთან.

ინფორმირებული ვართ თამბაქოს ინდუსტრიის არაერთგზის მცდელობის შესახებ, შეასუსტოს საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა. ერთ-ერთი მათგანი ეხება ე.წ. გასახვევი თამბაქოს, იგივე თუთუნის, ბევრად მცირე, 15 გრამიანი შეფუთვით გაყიდვის დაშვების მცდელობას. 15 გრამი  ბევრად მცირეა, ვიდრე დღეს მოქმედი კანონი ითვალისწინებს. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს. ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დოქტორმა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ ამ საკითხთან დაკავშირებით, 2020 წლის 14 მარტს, სპეციალური წერილით საქართველოს პარლამენტს მიმართა.

თამბაქოს ნაწარმის მცირე შეფუთვებით გაყიდვა გაზრდის მის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დაუცველი ჯგუფებისათვის. ჩარჩო კონვენციის მე-16 მუხლი კონკრეტულად ამ საკითხს არეგულირებს და ჯანმო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა დაამკვიდრონ. სიგარეტების და თუთუნის შესაბამისი ზომის, 100 და 50 გრამიანი შეფუთვების დამკვიდრებით საქართველომ ეს უკვე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ შეესატყვისება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/40/EU დირექტივას თამბაქოს და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ, რომელიც ადგენს, რომ თუთუნის შეფუთვა 30 გრამზე ნაკლებ პროდუქტს არ უნდა შეიცავდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დაიცვან საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა და წინ აღუდგნენ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ყოვლისმომცველი პოლიტიკის და კანონმდებლობის შესუსტების მცდელობას“, – ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““საქართველოს მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ თამბაქოს კონტროლის ძლიერი პოლიტიკისადმი უწყვეტი ერთგულების გამო” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია”

  1. I loved as much as you’ll receive carried out right here.
    The sketch is attractive, your authored material stylish.
    nonetheless, you command get bought an edginess over
    that you wish be delivering the following. unwell unquestionably come more formerly again since exactly the same nearly a lot often inside case you shield this hike.

  2. is acquista propeci

    cf5a sales is sell

    cf5a