“საქართველოსა და მის მოსახლეობას, აშშ-სა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს”- ფილიპ რიკერი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელის, ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ-მა და საქართველომ, მრავალ სფეროში განავითარეს ძლიერი პარტნიორობა.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს აერთიანებთ იმის ცოდნა, რომ იცავენ ღირებულებების ერთიანობას.

„გვინდა, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად როგორც მეგობრები, პარტნიორები და საბოლოოდ როგორც მოკავშირეები. ყველა ქვეყანა და ყველა კულტურა ინდივიდუალურია, თუმცა ერთად ჩვენ გვაქვს ღირებულებების ერთიანობა და ეს ალიანსს იმ წარმოუდგენელ ძალას ანიჭებს, რომელიც მას გააჩნია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯები გადადგას. სწორედ ამიტომ როგორც მეგობრები და პარტნიორები, ძალიან გულწრფელები ვართ, როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, რეკომენდაციებზე, რესურსებისა და იდეების მიწოდებაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაძლიეროთ თქვენი დემოკრატია. ეს არის ის გზავნილი, რომელიც მე დღეს მომაქვს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. საქართველოსა და მის მოსახლეობას, აშშ-სა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

მსგავსი თემები