“საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საერთოდ არ უნდა არჩევნები ოპოზიციას” – გია ვოლსკი

პაკეტი არის მზად და ველოდებით, რომ სხდომა ჩატარდება სრული შემადგენლობით”-ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ვარაუდობს, რომ არჩევნების ჩასაშლელად ოპოზიცია მიზეზს ეძებს.

“საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საერთოდ არ უნდა არჩევნები ოპოზიციას, პერსპექტივა ძალიან რთული აქვს. რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვერც სასამართლოს და შემდეგ ვერც პრეზიდენტს ვერ უკარნახებს მთავრობა პარლამენტი, ქართული ოცნება, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს, ასე რომ ჩვენ მზად ვართ არჩევნებისათვის. პაკეტი არის მზად და ველოდებით, რომ სხდომა ჩატარდება სრული შემადგენლობით,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები