საფრანგეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სექსულური უმცირესობების უფლებებიც დაიცვას

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით და ამავე დღეს, ჰომოფობიასთან და ქსენოფობიასთან საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეფასებას საფრანგეთის ელჩი აკეთებს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. როგორც პასკალ მენიე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველას უფლება უნდა დაიცვას.

„ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები და რა საკვირველია, ოჯახისადმი მიძღვნილი ტრადიცია. ეს დღესასწაული ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის. არსებობს დედების დღე, მამების დღე სხვადასხვა ქვეყნებში. ვინაიდან, საქართველო უახლოვდება ევროპულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებები და მათი ღირებულება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველას უფლება. საფრანგეთი, როგორც მოგეხსენებათ უკვე მრავალი თვეა ყოველ შაბათს “ყვითელჟილეტიანების” მანიფესტაციებს ადევნებს თვალს და ეს მანიფესტაციები იმართება იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი გამოხატავს საკუთარ აზრს და საკუთარ შეხედულებას სხვადასხვა საკითხის მიმართ. ამიტომ მთავარი არის ის რომ ეს გამოხატვა წარიმართოს მშვიდად და ცივილურად ძალადობის გარეშე. ამიტომ, იმ ადამიანებისთვის მესიჯი, რომლების 17 მაისს გამოვლენ გარეთ იქნება ის, რომ დაცული იყოს ყველას უფლება“ – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა, 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს და 18-15 ივნისს გადაიტანეს. ისინი, თბილისში „გეი-აღლუმის“ კვირეულის გამართვას გეგმავენ.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “საფრანგეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სექსულური უმცირესობების უფლებებიც დაიცვას”

  1. ზაზა

    იძი ნა ხუი რა!

  2. ანონიმური

    პიდარასტებს არ აქვთ უფლება გარყვნან სამყარო! შესაბამისად არც ჩვენ მივცემთ ამის უფლებას!
    საქართველოში არასდროს ჩატარდება გეიაღლუმი და ეს გაითავისეთ ევროპიდარმონიამ!
    თქვენ არ გაქვთ უფლება მიუთითოთ საქართველოში ხალხს არჩევანი!
    საქართველო კავკასიაა, ვაჟკაცთა აკვანი!

  3. ანონიმური

    მა