საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი ორსულ ქალს დაუდასტურდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შეიყვანეს, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91, აქედან 70 არის ინფიცირებული. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. გუშინ კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შემოვიდა, ერთთან კორონავირუსი დადასტურდა, მეორეს პასუხს კი დღეს ველოდებით“, – განაცხადა რატიანმა.

მსგავსი თემები