“სასწავლო პროცესის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, სკოლებმა ბავშვებს ჰიგიენის დაცვის პირობები უნდა შეუქმნან” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.  

როგორც პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეპიდემიის გავრცელებას ხელს ვერ შეუშლის სკოლებში სწავლის შეწყვეტა. მისი თქმით, ვირუსები მომდევნო 4 თვე კიდევ გაგრძელდება.

„საქართველოში ისეთი სიტუაციაა, როგორიც ევროპის ნებისმიერ ქვეყანებში. არცერთ ევროპულ ქვეყნას არ მიუღია გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. იქ, ეს პრაქტიკა საერთოდ არაა მიღებული. გრიპის მატების დროს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა, პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიციაა. ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან მიმართებაში, სასწავლო პროცესის შეწყვეტას აზრი არ აქვს. მეცნიერული საფუძველი არ არსებობს, რომ სასწავლო პროცესი შეწყდეს. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდის განმავლობაში სწავლას თუ შევწყვეტთ, დარჩებიან ბავშვები გაუნათლებლები, როცა ისედაც პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით,” – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მტავარში“.

პაატა იმნაძის განმარტებით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიუხედავათ, ბავშვები იზოლირებულნი არ არიან. მისი თქმით, აუცილებელია ბავშვებს პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა ვასწავლოთ. მისივე განმარტებით, ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება ხელების ხშირი დაბანაა.

“ბავშვები ეზოში ჩადიან, ერთმანეთს ეთამაშებიან, ღონისძიებებზე დადია, აქედან გამომდინარე ისინი მაინც არ არიან იზოლირებულნი, როცა სკოლაში არ დადიან. კონტაქტის საშუალება ყოველთვისაა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ პირადი ჰიგიენის დაცვა – ხელები ხშირად დაიბანა, შესაძლებელია გარკვეული სველი ხელსახოცების გამოყენებაც და ა.შ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სკოლების მიმართ, მკაცრ რეკომენდაციებს გასცემს. მისი თქმით, აუცილებელია სკოლამ მოსწავლეებს შეუქმნას პირობები, რომ მათ, ჰიგიენური ნორმების დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სკოლების მიმართ აქვს მკაცრი რეკომენდაციები, რომლებიც მუდმივად გაიცემა. ჰიგიენური ნორმები სკოლაშიც უნდა იყოს დაცული. ეს საჭიროა არამარტო გრიპის დროს, არამედ სხვა სეზონზეც. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელების დაბანა არის ვირუსისგან დაცვის საშუალება, თუმცა სკოლამ პირობებიც უნდა შეუქმნას,” – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

სამეცნიერო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2019 წელს, ბაგა-ბაღის თანამშრომლები, უფასოდ აიცრნენ. მისი თქმით, ვირუსის მატარებელი ადამიანის, ბავშვთან ურთიერთობა არ შეიძლება.

“ შარშან, საბავშვო ბაღის აღმზრდელები უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩავსვით, იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ ვირუსი. პირველი რჩევაა, რომ ავადმყოფი არ  მივიდეს ბავშვთან, სკოლაში, რომ არ გადადოს ვირუსი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები