სასიკვდილო თამაში სხეულის დაზიანებით იწყება და შენობიდან გადმოხტომით მთავრდება – გაფრთხილება მშობლებსა და მოზარდებს

სწრაფი ცვლილება გარე სამყაროსთან, ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, მეგობრების ჩამოშორება, ინტერნეტ სივრცეში დიდი დროის გატარება, მობილურ ტელეფონთან მიჯაჭვულობა – თუ ამ სიმპტომებს თქვენს შვილს შეამჩნევთ, დროა განგაში ატეხოთ, თქვენი შვილი “ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლია.

მშობელი,  რომლის 13 წლის შვილმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამტკიცებს, რომ მისი შვილი ინტერნეტ თამაშის – “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლია.  როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  მისმა შვილმა თავი, 29 აგვისტოს მოიკლა, ეს ის დროა, როცა ბავშვი ყველაზე მოწყვლადია. სწორედ ამიტომაა, რომ  ბავშვების თვითმკვლელობა განსაკუთრებით აგტვისტო-სექტემბერში იმატებს.

“ინტერნეტ თამაშის, მენტორები ყველაზე უფრო აქტიურდებიან ზაფხულის განმავლობაში. 29 აგვისტოს მოიკლა ჩემმა შვილმა თავი. ყველას ვაფრთხილებ, რომ ზაფხულის დროს, ბავშვი ყველაზე მოწყვლადია იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს ბევრი დრო გაატაროს ონლაინ. თქვენ თუ დააკვირდებით დინამიკას, აგვისტო-სექტემბერში ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის კვირა არ გადის, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ვერსია, რომ ბავშვმა მოიკლა თავი სხვადასხვა გზებით,” – აღნიშნა შვილმკვდარმა მშობელმა “მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მისი თქმით, “ლურჯი ვეშაპის” ერთ-ერთი დავალება სხეულის თვითდაზიანებაა, რომელიც გოგოს და ბიჭის შემთხვევაში სხვადასხვაა. მისი თქმით, გოგოების შემთხვევაში, ხელებზე ხდება თვითდაზიანება, ხოლო ბიჭების შემთხვევაში ფეხებზე. 

“ლურჯი ვეშაპის” ერთ-ერთი დავალებაა თვითდაზიანება. გოგონები ხელებზე იყენებენ დაზიანებას და სწორედ ამიტომ,  ძალიან ხშირად იცვლიან ტანისამოსის სტილს, უფრო დახურულ ტანისამოსს ატარებენ, ეს ნაკაწრები რომ არ გამოჩნდეს, ხოლო ბიჭების შემთხვევაში თვითდაზიანებები უფრო ფეხზეა,” – გვეუბნება რესპონდენტი.

მისივე ინფორმაციით, “ლურჯ ვეშაპს” ცალკე ვებ-გვერდი არ გააჩნია. თამაშის მენტორები კი, იყენებენ სხვადასხვა სოციალურ მედიას, როგორიც “ფეისბუკი” და “ინსტაგრამია”. სოციალურ ქსელებში, ისინი ქმნიან გასაიდუმლოებულ ჯგუფებს და “ჰეშთეგის” მეშვეობით ეძებენ და რთავენ ბავშვებს თამაშში.

“ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც არ სჯერა ლურჯი ვეშაპის არსებობის. თქვენ, რომ შეხვიდეთ ნებისმიერი ტელეფონით აპლიკაციას ვერ ჩამოტვირთავთ. არ არსებობს “ლურჯი ვეშაპის” აპლიკაცია. არ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც შეხვალთ და დარეგისტრირდებით. ძალიან ბევრი მშობელი ამბობს, რომ ესაა გამოგონილი ურბანული მითი და ჩვენს შვილებს საფრთხე არ ემუქრებათ. ბევრი მშობელი ამბობს იმასაც, რომ შევედი და შევამოწმე ჩემი შვილის “ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” და იქ არაფერი სახიფათო არ იყო. მეც ვამოწმებდი, სახიფათო არაფერი  იყო. ბავშვები ალტერნატიულ გვერდებს ქმნიან. ესე მარტივი არაა ამის თვალყურის დევნება,” – უყვება რესპონდენტი „მედიაცენტრ მთავარს.“  

როგორც გარდაცვლილი გოგონას მშობელი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას ამბობს, მას 100- ზე მეტი ადამიანი დაუკავშირდა, რომლიდანაც 30-მდე ბავშვის მიმართ გაჩნდა ეჭვი, რომ „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

მშობელი, საპრევენციოდ, სხვა მშობლებს რეკომენდაციებსაც აძლევს: „თუკი საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ბავშვი ჩართულია სასიკვდილო ინტერნეტ თამაშში, დაუყონებლივ ჩამოართვით ტელეფონი; შეუზღუდეთ წვდომა კომპიუტერთან, რათა იქედან არ მოახდინოს დაკავშირება; შეამოწმეთ სხეული, თვითდაზიანებების იდენტიფიცირების მიზნით; აუხსენით ბავშვს რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს, რადგან მას და მის ახლობლებს ვერავინ ვერაფერს ვერ დაუშავებს; თუკი ბავშვი ძალიან დაშინებულია დაგეგმეთ ვიზიტი ფსიქოლიგთან; ჩაეხუტეთ და უთხარით რომ ძალიან გიყვართ, უთხარით, რომ უამრავი ბავშვი ანებებს თავს თამაშს და ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას.”  

რესპონდენტი ბავშვებსაც მიმართავს და მოუწოდებს არ შეშინდნენ: „თქვენ გგონიათ ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი ინფორმაცია იციან თქვენ შესახებ. ისინი მუდმივად გესაუბრებიან იმაზე, რომ იციან სად ცხოვრობთ, რომელ სკოლაში დადიხართ, რა ჰქვიათ თქვენს მშობლებს, რა ჰქვიათ თქვენს თანაკლასელებს. ეს ყველა დეტალი თქვენ მიაწოდეთ თავის დროზე, იმიტომ რომ ღამე გიკავშირდებიან და გთხოვენ რაღაც შეკითხვებზე პასუხი გასცეთ. ნუ გეშინიათ, მე საქართველოში ვიცი მინიმუმ 20 ბავშვი, რომლებიც თამაშობდნენ “ლურჯ ვეშაპს”, მაგრამ მივიდნენ თავის მშობლებთან უთხრეს. გაწყვიტეს კავშირი თამაშთან და დღეს, ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. თქვენ ეს საშინელება ძალიან მარტივად შეგიძლიათ ერთი “დისქონექთ” ღილაკზე დაჭერით დაასრულოთ.”

აღნიშნულ თემაზე, გარდაცვლილი გოგონას მშობელი, დღეს, 11:00 საათზე “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრებს.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები

11 Thoughts to “სასიკვდილო თამაში სხეულის დაზიანებით იწყება და შენობიდან გადმოხტომით მთავრდება – გაფრთხილება მშობლებსა და მოზარდებს”

  1. wow, awesome article.Really thank you! Awesome.

  2. Peculiar article, totally what I needed.

  3. Thanks for your personal marvelous posting! I certainly enjoyed reading it, you might be
    a great author.I will always bookmark your blog and may
    come back later in life. I want to encourage you to continue
    your great writing, have a nice holiday weekend!

  4. Spot on with this write-up, I actually feel this web site needs much
    more attention. I’ll probably be returning to read more, thanks for the
    information!

  5. Hi there colleagues, its great post regarding teachingand fully defined, keep it up all the time.

  6. Heya i am for the first time here. I found this board
    and I find It truly useful & it helped me out a lot.
    I’m hoping to offer something again and help others such as you aided me.

  7. Hurrah! Finally I got a blog from where I be capable of really take useful data concerning
    my study and knowledge.

  8. WOW just what I was searching for. Came here by searching
    for quest bars cheap

  9. Pretty nice post. I simply stumbled upon your weblog and
    wished to say that I have truly loved browsing
    your weblog posts. After all I will be subscribing for your feed and I hope you write once more very soon!

  10. This is my first time go to see at here and i am truly happy to
    read all at one place.

  11. An outstanding share! I have just forwarded this onto a co-worker who had been doing
    a little homework on this. And he actually ordered me breakfast due to the fact that I discovered
    it for him… lol. So allow me to reword this…. Thank YOU
    for the meal!! But yeah, thanks for spending time to talk about this topic here on your internet site.