სასესხო დავალიანების განულებაზე “ვივუსთან” მოლაპარაკებები გაგრძელდება – მამუკა ბახტაძე 

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სასესხო დავალიანების განულების საკითხზე მოლაპარაკებები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსთან“ გაგრძელდება.

„ეს არის კონკრეტული მოლაპარაკების შედეგი. ჩვენ დავაანონსეთ ის რაოდენობა და შეთანხმებები, რომელიც არსებობს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან გაგრძელდება და ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდება. შესაბამისად, უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს ამ უნიკალური შესაძლებლობით და გათავისუფლდეს ე.წ. შავი სიისგან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

​როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. მთავრობის ინიციატივაში ამ ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსი“ არ მონაწილეობს.

მსგავსი თემები