„სასამართლოში იმდენი კარგი რამ ხდება, ვერც წარმოიდგენთ,მაგრამ თქვენ არ იცით ამის თაობაზე“ – მოსამართლე დეპუტატებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე სასამართლოში არსებული მდგომარეობით ზე-კმაყოფილებას გამოხატავს და წუხს იმაზე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის.

„სასამართლო პროგრესის გზაზე დგას. ვისურვებდი სასამართლო უფრო მეტად ახდენდეს საზოგადოების ინფორმირებას. მე  ეს მაკლია გულახდილად, როგორც მოსამართლეს. სასამართლოში იმდენი კარგი რამ ხდება, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ, საზოგადოებამ, მათ შორის  თქვენ, არ იცით ამის თაობაზე. იმდენი ადამიანის უფლების დაცვა ხდება, მაგრამ არ ხდება ინფორმაციის მიწოდება. ამ მხრივ, სასამართლო მოიკოჭლებს, რომ თავისი კარგი, სინამდვილე დაანახოს საზოგადოებას. სამწუხაროდ, შუქდება სულ ნეგატივი. სასამართლომ სწორად ვერ დაანახა საზოგადოებას თავისი თავი“ – ეს განცხადება მოსამართლე შოთა გეწაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.   

მსგავსი თემები