სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განცხადა, ქსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული.

“მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩვენი პოზიციაც სწორედ ის იყო, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს”, – განაცხადა აბრამიშვილმა.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა”

  1. Pretty! This was a really wonderful post. Thank you for your provided information.

  2. This design is wicked! You obviously know how to keep a reader amused. Between your wit and your videos, I was almost moved to start my own blog (well, almost…HaHa!) Excellent job. I really enjoyed what you had to say, and more than that, how you presented it. Too cool!

  3. There is apparently a bunch to identify about this. I believe you made various nice points in features also.