სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარე დაყენებულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  4. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.