“სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობა დაიგეგმა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ” – ზაზა სარალიძე

“დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაიგეგმა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ”, – ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებას.

მისი თქმით, დავით სარალიძის სახელის განადგურებას პირველივე დღეებიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, კონკრეტულად ბაბუა, ბორია კაკუბავა, დავით სარალიძის მკვლელების ხელის დაფარებასა და მტკიცებულებების განადგურებაში ასევე მონაწილეობდნენ, მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, მამა, ძმა, ბიძა და ასე შემდეგ.

“2017 წლის 1 დეკემბერი, დაახლოებით 13 საათი. ა.ს. ურეკავს დასახმარებლად მიხეილ კალანდიას,
მიხეილ კალანდია თავის მხრივ აგროვებს ეგრეთწოდებულ საძმოს და წინასწარ გეგმავენ სად უნდა წავიდნენ, რა იარაღი უნდა წაიღონ და წინასწარვე თანხმდებიან, რომ ვიღაც უნდა “დაიშტიროს”(დაიჭრას).
დაახლოებით დღის 14 საათზე მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით სასიკვდილოდ დაიჭრა ორი არასრულწლოვანი. რომელ ე.წ. დაშტირვაშიც თავადაც ღებულობს მონაწილეობას დანარჩენ სხვა პირებთან ერთად.

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაგეგმილი იქნა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ და დღეს ისევ მისი ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველებთან შეთანხმებულად ისევ გრძელდება ორი სადისტურად მოკლული არასრულწლოვნის ბულინგი რაც ემსახურება დროის გაყვანასა და ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლას, რასაც 2017 წლის 1 დეკემბრიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები და თავად მიხეილ კალანდია.

პ.ს. ეს მოკლე მიმოხილვა პატივცემულო უფლებადამცველებო. დანარჩენზე სასამართლოში შევხვდებით!”, – წერს სარალიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპყრობილეში სრულიად უკანონოდაა მოთავსებული, რაც მოქმედი პოლიტიკური ძალისა და მოჩვენებითი ოპოზიციური ძალის ერთობლივი შეთანხმების შედეგია.

მსგავსი თემები