„საპროცესო შეთანხმება იყო გარიგება – თუ პორნოგრაფიის საქმეზე ხელს მშობლებს დაადებდნენ, საპროცესოს გაუფორმებდნენ“ – ნიკოლოზ წულეისკირი

„პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული“ მშობლების ინტერესების დამცველების ინფორმაციით დღეს პროკურატურა პირველ ეტაპზე დაკავებული პირებისგან იღებს მისთვის სასურველ ჩვენებას, რაც აისახება იმაზე, რომ ისინი საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დაკავებულ მშობლების წინააღმდეგ  მისცემენ ჩვენებას.

„აღნიშნული საპროცესო შეთანხმება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ ბრალდებულების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, სწორედ ამ წუთებში აღნიშნულთან დაკავშირებით ეს პირები აძლევენ ჩვენებას ჩვენს საწინააღმდეგოდ და ამის შემდეგ მოხდება საპროცესო შეთანხმება. ამ საქმეში არსებობენ მხოლოდ ყალბი მოწმეები.

ჩვენების მიცემა მიმდინარეობს ორგანიზატორების მიერ ქალბატონი მაიასა და კარლის წინააღმდეგ. საპროცესო შეთანხმება იყო გარიგება – თუ პორნოგრაფიის საქმეზე ხელს მშობლებს დაადებდნენ, საპროცესოს გაუფორმებდნენ. ეს ჩვენებები არის ცრუ და ეს ის ჩვენებებია, რომელიც უნდა ბრალდების მხარეს.

ჩვენი ინფორმაციით ახლა ჩვენებას აძლევს სამი ადამიანი, თუმცა ვიცით, რომ ბევრნი არიან. საპროცესო უფორმდება ცხრა ადამიანს,“ – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში.“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები