საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს, ვისაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს – ზვიად ძიძიგური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს და ეს გამარჯვებისთვის არ არის უმნიშვნელო ფაქტორი.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები შედის აქტიურ ფაზაში და ვნებათაღელვაც მატულობს, შესაბამისად, მაღალი ინტერესი მმართველი გუნდის გადაწყვეტილების მიმართ. პარტია “ქართული ოცნების” პოზიცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ჩემი, მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თუ მმართველი პარტიის ოფიციალური მხარდაჭერა ექნება რომელიმე კანდიდატს, ის გახდება საარჩევნო მარათონში ფავორიტი გახდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩატარდება წინასაარჩვენო კამპანია, დიდი ალბათობით ეს არჩევნები, პირველივე ტურში მმართველი გუნდის მხარდაჭერით დამთავრდება”, – მიაჩნია ზვიად ძიძიგურს.

დეპუტატის თქმით, წინა საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” ჰყავდა პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახით, თუმცა, მმართველი გუნდის ამჟამინდელი გადაწყვეტილება მის ფაქტორით არ არის განპირობებული. მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის მიმართ მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ არის ერთი და იგივე.

“მარგველაშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით არ ვყოფილვართ განებივრებულები. ის ძალიან მცირე პროცენტს აიღებდა ამ არჩევნებში და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი რომ თქვა. მას რომ ხალხი არ დაუჭერდა მხარს, ეს ფაქტია. დედამიწის ზურგზე ვერ დამისახელებთ ერთ პრეზიდენტს, რომელსაც ნარკობარიგები ჰყავდეს შეწყალებული, თან 80-მდე. ასეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მარგველაშვილს შანსი არ აქვს”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მსგავსი თემები