საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება

საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება, რომელზეც წლიური განაკვეთი 12%-მდე იქნება.

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ყველა პორტფელში მოიაზრება, რომ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ფულადი ინსტრუმენტების სახით და ეს არის ზუსტად კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტები. მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სარგებელი იქნება 11-11.5-12 პროცენტის ფარგლებში”, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მსგავსი თემები